„ოქროს რტო 2019“

რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში „ოქროს რტო 2019“ გაიმართა. გამარჯვებულები 12 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის – თედო დოლიძეს გადაეცა, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის კი ჯილდო ზვიად ციკოლიამ აიღო.

კინოდაჯილდოებაში მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური სტუდენტური ფილმები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი სტუდენტური ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, ახალგაზრდებს შორის კონკურენციის გაჩენა და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაა.