„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია

პირველი არხი თბილისის დროით,  დილის 05:00 სთ-ზე „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიას პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

ლოს ანჯელესში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, წლის საუკეთესო ფილმების, სერიალებისა და ანიმაციების შემქმნელები 25 ნომინაციაში ერთ-ერთი მთავარი კინოპრემიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

7 იანვარს, დილის 5 საათზე უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტებს და ნახეთ საუკეთესო შოუ – „ოქროს გლობუსიპირველ არხზე.

დაჯილდოებამდე „ოქროს გლობუსის“ ნომინანტებსა და კინოკრიტიკოსების ფავორიტებს თათია ბუხრაშვილი გაგვაცნობს.