ოპოზიციური სპექტრის შეფასებები საარჩევნო საკითხზე მიღწეული შეთანხმების შესახებ

ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ეს შეთანხმება ქვეყნის გამარჯვებაა და წინგადადგმული ნაბიჯია. მათი თქმით, კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, როდესაც ცვლილებების ინიცირება მოხდება.

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნული საარჩევნო მოდელის მიხედვით, ძალაუფლების კონცენტრირებას ვერცერთი პარტია ვეღარ შეძლებს. მოძრაობის დამფუძნებლის თქმით, რომ არა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ხელისუფლება აღნიშნულ პირობებს არ დათანხმდებოდა.

გუშინ მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძეც. მისი თქმით, აღნიშნული საარჩევნო მოდელი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას უწყობს ხელს.