ოპოზიციური სამეულის გეგმა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის ბრძოლის მთავარი ხაზი მისივე პარტიისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აქტიურდება, რასაც სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილი. კონკრეტულ გზებს არ ასახელებენ, თუმცა ხელისუფლების შეცვლას მთავარ მიზნად აცხადებს ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსიც, რომელიც წინა კვირის ვნებათაღელვის ჩაცხრობის შემდეგ საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას ახლა უკვე ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო ითხოვს და ბრიუსელსა და სტრასბურგში შეხვედრებს იწყებს. ვიზიტის მთავარ მიზნად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებაში ევროპელი პარტნიორების დარწმუნება სახელდება. თუმცა, მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ სამივე პოლიტიკური ძალა რეალურად კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას შეეცდება. ბრიუსელსა და სტრასბურგში წასულ პოლიტიკოსებთან კითხვები აქვს ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელიც სწორედ 12 პუნქტზე სამუშაოდ შექმნილ ჯგუფში ჩართვის გამო თვეების წინ მათი მწვავე კრიტიკის სამიზნეები გახდა.