ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს. მათი შეფასებით, „იმედი“ მიმდინარე პროტესტის დროს განხორციელებულ ძალადობას ამართლებს. პოლიტიკოსების თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია რუსული პროპაგანდის ნაწილია და ძალადობას ახალისებს. ისინი ამბობენ, რომ „იმედის“ მხრიდან ქაოსის წახალისება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაუსჯელი არ დარჩება.