ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ელჩებს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთის საელჩოში. დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ, რომელთა აკრძალვასაც მმართველი პარტია ითხოვს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრეს, ასევე დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.