ოპოზიციური პარტიების წევრთა გამოკითხვა

12:03, 14.07.2019

დამატებით რა კითხვები ექნება გამოძიებას ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ, ეს ხვალ და ზეგ გახდება ცნობილი.

ხატია დეკანოიძის და გუბაზ სანიკის შემდეგ, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და  პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი გამოიკითხება.

ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის ჩამოვა ქვეყანაში ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გამოკითხვას ასევე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს. მანამდე, საქმეზე, რომელზეც გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.

მსგავსი