ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან

დღეს, 6 მაისს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან. შეხვედრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების განხილვის გამო შედგება. ოპოზიციური პარტიების წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტმა მას ვეტო უნდა დაადოს. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.

მოამბე