ოპოზიციური პარტიების შეთანხმება 

ოპოზიციურმა პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს.

როგორც ოპოზიციურ პარტიებში განმარტავენ, შეთანხება სამი ნაწილისგან შედგება, რომელიც პოლიციის დეცენტრალიზაციას და შს სამინისტროსთვის საპოლიციო ფუნქციების, პროკურატურისთვის კი გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით ასევე გათვალისწინებულია სუს-ის დაშლა და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა. ერთიანი ოპოზიციური შეთანხმება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმდა და როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ის „ენდიაის“ ორგანიზებით, ბორჯომში გამართული ოპოზიციური ფლანგის მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების ნაწილს მოიცავს.