ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხი ისევ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება.

25 ოპოზიციური პარტია პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამ გზით შეეცდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით ამ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან არის გათვალისწინებული.

ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე მზად აქვს.

ეკა კოპალიანი არკვევდა, არსებობს თუ არა ქვეყნის უზენაესი კანონით დათქმულ ვადამდე ადრე, საარჩევნო სისტემის შეცვლის შანსი.