ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ლელოს“ ოფისში

ვინ შევა პარლამენტში და ვის ინტერესებში შედის მოლაპარაკებების ჩაშლა – პოლიტიკური პარტიების ნაწილი ელჩებთან და „ქართულ ოცნებასთან“ გამართული დისკუსიის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. ოპოზიციაში, რომელიც ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში იყო და ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას არ აპირებდა, პოზიციები და მოსაზრებები მთავარ მოთხოვნებთან დაკავშირებით გაიყო.

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე, დაახლოებით ერთი საათი რჩება. მანამდე კი ოპოზიცია შეხვედრას „ლელოს“ ოფისში მართავს.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.