ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამომრჩეველთა ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის რიგით მეხუთე შეხვედრა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებისგან დაკომპლექტებული შტაბი ამჯერად პარტია „ერთიანი საქართველოს“ ოფისში შეიკრიბა.

რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმსჯელეს წინასაარჩევნოდ მხარდამჭერთა დაშინებასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე, განიხილეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცუცქირიძის ცემის ფაქტი. დღესვე გაირკვა ისიც, რომ შტაბი უახლოეს დღეებში ოფისს გახსნის.