ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

ოპოზიციურმა სპექტრმა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს. ოპონენტები მმართველ პარტიას 8 მარტის შეთანხმების დარღვევებში ადანაშაულებენ და დაკავებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ.

კონსულტაციის მორიგი რაუნდი ოპოზიციამ დღეს გამართა.

როგორია მათი პოზიცია და რას პასუხობენ ოპონენტებს „ქართულ ოცნებაში“?