ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სია 8 იანვარს გამოქვეყნდება.

ეს გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული სხდომის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე შეიმუშავეს კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც სია დაკომპლექტდება. გარდა მსხვერპლებისა, მათი განცხადებით, მოხდება ე. წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც, რომელიც საბოლოოდ საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნებათ.