ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

ამომრჩეველთა ხმების დაცვის ოპოზიციურ შტაბში შეხვედრა მიმდინარეობს. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის საკანონმდებლო ხარვეზებს, რომლებიც, მათი თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. როგორც შტაბის წევრები განმარტავენ, მათ წინასაარჩევნო პერიოდში უკვე არაერთი დარღვევა გამოავლინეს.