ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა

ოპოზიციის პროტესტი გრძელდება.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების გეგმები ცნობილია. დედაქალაქთან ერთად გამოსვლები რეგიონებშიც გაიმართება. პირველი ფართომასშტაბიანი აქცია კი  6 დეკემბერს ქუთაისში დაანოსნდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული 2-საათიანი მსჯელობის შემდეგ ისიც გადაწყდა, რომ თბილისში პიკეტირების პროცესიც გაგრძელდება. როგორც უკვე ცნობილია, დღეს  სახალხო დამცველი ე. წ. გერმანული მოდელის პროექტს, ვენეციის კომისიასა  და ეუთო-ს გადაუგზავნის. აქვე გეტყვით, რომ როგორც ოპოზიციაში ამბობენ, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია მოსამართლეების კენჭისყრის დღეს გაიმართება.

დატოვე კომენტარი