ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა

რისთვის ემზადება ოპოზიცია და საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით? – საკითხზე განსხვავებული პოზიციებია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ერთადერთი არჩევნები, რომელიც დღის წესრიგში დგას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. განსხვავებული პოზიცია აქვს „გირჩს“, რომელიც მზად არის, საარჩევნო მარათონში ჩაერთოს.

პარალელურად, ამ დრომდე გაურკვეველია, მოახერხებენ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ საერთო საკითხებთან დაკავშირებით, მათ კონსენსუსი აქვთ, თუმცა, რჩება საკითხები, სადაც სრულფასოვანი კოორდინაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ოპოზიციას ნულოვან შანსს უწინასწარმეტყველებენ მმართველ გუნდში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას სწორედ თავად მოიპოვებენ.