ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა

როდის გასაჯაროვდება დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შედეგად უნდა მომზადდეს, ისევ მსჯელობის საგანია. საუბარია დოკუმენტზე, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტებმა ახალი არჩევნების დანიშვნის შემდეგ უნდა იხელმძღვანელონ. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ საერთო მიზანზე თანხმდებიან, თუმცა ამ მიზნამდე მისასვლელი გზები ჯერ ისევ განხილვის საგანია. რაც შეეხება მმართველ გუნდს – ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტებს ახსენებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შედგა და ხელახალი არ იქნება.