ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა

რისთვის ემზადება ოპოზიცია და საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით – საკითხზე განსხვავებული პოზიციებია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ერთადერთი არჩევნები, რომელიც მათთვის დღის წესრიგში დგას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის შანსი ნულის ტოლია და დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას სწორედ თავად მოიპოვებენ.