რისთვის ემზადება ოპოზიცია და საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?- საკითხზე განსხვავებული პოზიციებია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ერთადერთი არჩევნები, რომელიც ახლა დღის წესრიგში დგას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. პარალელურად, ამ დრომდე გაურკვეველია, მოახერხებენ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ საერთო საკითხებთან დაკავშირებით მათ კონსენსუსი აქვთ, თუმცა რჩება თემები, სადაც სრულფასოვანი კოორდინაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ოპოზიციას ნულოვან შანსს უწინასწარმეტყველებენ მმართველ გუნდში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას თავად მოიპოვებენ.