დაკავებული რვა ლიდერი და ოპოზიციის სამომავლო სტრატეგია – ლიდერთა ნაწილი გამოსავალს ისევ ქუჩის პროტესტის გაძლიერებაში ხედავს. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ხვალ აქცია-მსვლელობას აანონსებს, თუმცა ბარიერგადალახული პარტიები ერთიან სამოქმედო გეგმაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. კვლავ გაურკვევლობაა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. გახარიას პარტიის შემდეგ, საარჩევნო მარათონში ჩართვას აანონსებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ოპოზიციას დიდი ქალაქებში გამარჯვების შანსი აქვს.
ცალსახა პოზიცია, ჯერჯერობით არ აქვთ პარტია „ლელოში“, სადაც საკითხზე ახლა შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. უცვლელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახლების“ პოზიცია – ისინი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ.