ოპოზიციური პარტიების ნაწილის ალიანსი

ოპოზიციის ნაწილის ალიანსი შედგა. პარტიები ბრძოლის საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ. გაერთიანების წევრები არიან: „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ფედერალისტები“. ალიანსის მიზანი, მათივე განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფა, ქვეყნის უსაფრთხოება და ქართველი ხალხის კეთილდღეობაა“. ოპოზიციური პატიების ერთობას ციხიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნულ ერთობაში ჩართულია და საკითხის წინ წასაწევად სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად მუშაობს. ოპოზიციის მორიგ ალიანს მიესალმება ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ერთობის მონაწილე არ არიან პარტია – „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“ და პარტია „გირჩი“. მმართველი გუნდი ახლად შექმნილ ალიანსს „ნაცების ნარჩენების ერთობას“ უწოდებს და აღნიშნავენ, რომ „ნაცები“ არც არასოდეს დაშლილან.

თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე