ოპოზიციური პარტიების ნაწილის ალიანსი – შეფასებები
ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას ერთიანი სტრატეგიით გააგრძელებენ. აქციების ორგანიზება, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები და საერთაშორისო პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტები – ასეთია მათი გეგმა. ალიანსში პოზიციონირებას გამორიცხავენ „ლელოში,“ და „გახარია საქართველოში.“ მათი ერთობის არ ჯერათ პარტია „გირჩში,“ „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ ოპოზიცია რეალურ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენს.