ოპოზიციური პარტიების მემორანდუმი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინ, სასამართლო რეფორმის თაობაზე, მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტში ხუთი ძირითადი პუნქტია ასახული: მოსამართლეების არჩევითობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე უცხოური გამოცდილების გამოყენება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ინიციატივის მთავარი მიზანი, საბჭოთა მართლმსაჯულების დანგრევა და სასამართლო რეფორმის ფუნდამენტური ცვლილებაა.