ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა

პროტესტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ლელოს“ ოფისში გამართულ კონსულტაციაზე. შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, იგეგმება აქციის მოწყობა საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროსაც. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არ იქნება პროტესტი. მათი თქმით, მდუმარე აქციის მიზანი მაიკ პომპეოსთვის არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იქნება.