ოპოზიციური პარტიების „ხმების დაცვის შტაბი“

„ხმების დაცვის შტაბის“ ფარგლებში, ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გამართეს. პორტალზე, რომლის სახელწოდებაა 31.ge –  ნებისმიერ მოქალაქეს არჩევნების დღეს დარღვევების არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის ატვირთვა შეეძლება. შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია წერილობითი ასევე ფოტო ან ვიდეომტკიცებულების სახით. ატვირთვისას პირმა შესაბამის გრაფაში მისი ვინაობა და მობილურის პირადი ნომერი უნდა მიუთითოს. ხმების დამცავი შტაბი, რომელშიც რამდენიმე ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული, 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი