ოპოზიციური პარტიების ინიციატივა

20 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნით 300 ათასამდე ხელმოწერის შეტანას პარლამენტში მომდევნო კვირის დასაწყისში გეგმავს. პარტიები 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის პარლამენტში წარდგენის ვადა 15 ივნისს იწურება, თუმცა კამპანია „მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ ძალაში რჩება და ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება.