ოპოზიციური პარტიების გეგმები

როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, თარიღი ისევ უცნობია, თუმცა, რეგლამენტს თუ გავითვალისწინებთ, საკანონმდებლო ორგანომ სადეპუტატო მანდატების გაუქმებაზე საგაზაფხულო სესიის დასაწყისში უნდა იმსჯელოს. ანუ თებერვლის პირველ კვირას. მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ამ დროისთვის საერთო პუნქტებზე შეჯერებას და დაიკავებენ თუ არა სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები პარლამენტში საკუთარ ადგილებს. ამ კითხვებზე პასუხები ისევ ბუნდოვანია.

„ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების“ და „გირჩის“ შეთავაზებას, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სხვა სუბიექტები ისევ არ იღებენ, თუმცა, მეხუთე რაუნდის მოლოდინსა და შეხვედრაში მონაწილეობაზე ყველა პარტია თანხმდება.