ოპოზიციური პარტიების გეგმები

საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება ახალი კოალიციებისა და გაერთიანებების შექმნა ოპოზიციაში. პარტიები ღიად საუბრობენ ვისთან ისურვებდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას და ვინ შეიძლება დარჩეს წითელ ხაზს მიღმა. ბოლოს გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საარჩევნო ბარიერს მიღმა რჩება. რა რესურსით აპირებენ არჩევნებში გამარჯვებას პოლიტიკური სუბიექტები, ამ დრომდე დეტალური სამოქმედო გეგმა ცნობილი არ არის.