ოპოზიციური პარტიების გეგმები

საერთო ოპოზიციურ სპექტრში სამოქმედო გეგმაზე შეჯერების კუთხით, როგორც ჩანს, პრობლემაა. რა სახე უნდა ჰქონდეს დაანონსებულ პროტესტს, ეს აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თუ ნაწილი პიკეტირების და ულტიმატუმის ენით საუბრის მომხრეა, მეორე ნაწილი კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგს უჭერს მხარს. ამ ფონზე ოპოზიციის შიგნით ისმის ურთიერთბრალდებები და ერთმანეთთან გამიჯვნის კუთხით გაკეთებული განცხადებები. დაპირისპირებას საგარეო კურსი და პოლიტიკური ლიდერების შეხედულებები იწვევს, რაც ზოგისთვის კატეგორიულად მიუღებელია.