ოპოზიციური პარტიების გეგმები

15:13, 11.01.2026

შედეგიანი იქნება თუ არა ოპოზიციის გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა?- ერთიანი ფრონტის შექმნის გეგმის გარშემო კონსულტაციები გრძელდება. ერთობის ინიციატორი ამჯერად საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გამოსული ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ძალების გაერთიანებისთვის ძალისხმევას არ იშურებს და ადასტურებს, რომ კონსულტაციებს აქტიურად მართავს. კონსულტაციებში მონაწილეობას იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. მათი ინფორმაციით, შეხვედრებს ესწრება ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილიც, თუმცა, წარსული გამოცდილების ფონზე, ვის ექნება ახალ ერთობაში შესვლის სურვილი, ჯერ უცნობია. ვიდრე სამომავლო გეგმის კონტურები გამოიკვეთება, ოპოზიციის მცდელობებს არარეალურს უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტები ყველაფერს გარე აქტორების დავალების შესაბამისად ასრულებენ.

მსგავსი