რა გეგმა აქვს ოპოზიციას, გაერთიანებისკენ მოწოდებებისა თუ ურთიერთბრალდებების პარალელურად? შესაძლებელია თუ არა საზოგადოებამ იხილოს ერთი ოპოზიციური ცენტრი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს და ყველა განსხვავების მიუხედავად, გაერთიანდნენ. თავის მხრივ, გაერთიანების წინააღმდეგები არიან გიორგი გახარიას გუნდში. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შანსი არ აქვთ.