თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევარი რჩება. ვის რა სტრატეგია და გეგმა აქვს 4 ოქტომბრისთვის – „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ „მშვიდობიან რევოლუციაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ეს არის და რეჟიმის დემონტაჟი ქუჩაში მშვიდობიანად უნდა მოხდეს. განსხვავებულია ოპოზიციის მეორე ნაწილის პოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ საბოლოო მიზანი ერთია – ხელისუფლების დამარცხება, თუმცა, ამის განხორციელების ხედვა და სტრატეგია განსხვავებულია. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, არავის მისცემენ ქვეყანაში არეულობის უფლებას და ნებისმიერ უკანონო ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.