ოპოზიციური პარტიების გეგმები
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის პარალელურად, ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთი გაერთიანება მზადდება. ამჯერად ხელისუფლების ოპონენტები პაატა ბურჭულაძის გარშემო იკრიბებიან. ახალ პლატფორმას, სავარაუდოდ, „რუსთაველის გამზირი“ ერქმევა.
ბურჭულაძის იდეის გარშემო შეკრებილებს ასევე ინოვაციური იდეა აქვთ – ისინი სექტემბერში არჩევნების ტელეფონით ჩატარებას გეგმავენ. ვის რა შანსი აქვს, როგორია გეგმა, რატომ ვერ ერთიანდებიან და როგორია უმრავლესობის პოზიცია.