ოპოზიციური პარტიების გეგმები

როდის შედგება შეხვედრა ოპოზიციაში და ექნება თუ არა ყველა პარტიას თავიანთი წინადადებები, – ჯერ ისევ უცნობია.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია და გადაწყვეტილებას მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში შეცვლიან. ამ ეტაპზე პარტია „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივებზე საუბრობენ. „ლელოში“ აცახდებენ, რომ კენჭისყრა 2022 წელს უნდა გაიმართოს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი, ხელახალი არჩევნების  ჩატარებას წელს ითხოვს. როგორია სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია ამ წინადადების შესახებ, – საერთო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მოამბე

დატოვე კომენტარი