აქტივობა, აქციები, საერთო გეგმა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია – ეს არის საკითხები, რასაც ოპოზიციის ლიდერები ასახელებენ ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელ წინაპირობად. მათი თქმით, ახლა აქტიური მოქმედების დროა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის გეგმები მხოლოდ ქვეყანაში არეულობას ემსახურება.