ოპოზიციური პარტიების გეგმა

პარტიების ოფისებში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პოლიტიკური კონსულტაციები იმართება. ერთი საათის წინ ოთხი ოპოზიციური სუბიექტის წარმომადგენლები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შეიკრიბნენ. შეხვედრის ინიციატორი „ლელო ძლიერი საქართველოა“, რომელმაც ხელისუფლების მოქმედებების გასაპროტესტებლად და ერთიანი გეგმის მომზადების მიზნით ბარიერგადალახულ ყველა ოპოზიციურ ძალას შეკრებისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე გახარიას პარტიის წევრებიც ესწრებიან. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პრეზიდენტთან კოორდინაციით მოქმედებს და პროტესტის მონაწილე ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მათ უკან დგანან პოლიტიკოსები, რომლებიც დაიცავენ. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ახალი გადაწყვეტილებების საჭიროებაზე საუბრობს ნიკა მელია. შეხვედრის შემდეგ საერთო გეგმა უნდა გახდეს ცნობილი. რა კომენტარები გაკეთდა კონსულტაციების დაწყების წინ – თეონა მანაგაძის ჩართვა.