ოპოზიციური პარტიების გეგმა

15:14, 22.02.2025

რა გეგმა აქვს ოპოზიციას და როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას – პოლიტიკურ სპექტრში ეს ისევ აქტუალური კითხვაა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ერთი მიზნისთვის არიან გაერთიანებული და ეს მიზანი ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა, ამისთვის კი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ იმასაც, რომ საერთო მოთხოვნებთან ერთად, ყველა პარტიას დამოუკიდებელი დღის წესრიგიც აქვს. „ქართულ ოცნებაში“ კი ოპოზიციას ისევ ქვეყნის არევაში ადანაშაულებენ და ურჩევენ, რომ არჩევნებში დამარცხებას შეეგუონ.

 

მსგავსი