ოპოზიციური პარტიების გეგმა

რა გეგმა აქვს ოპოზიციას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე – ხელისუფლების ოპონენტების მოქმედების სქემა ამ დრომდე უცნობია. ოპოზიციონერი ლიდერები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მიმდინარე აქციებმა შედეგი უკვე გამოიღო და ახლა პროტესტის კიდევ უფრო გაფართოებაა საჭირო. მმართველი გუნდი კი ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, რეალურ საკითხებს დაუთმონ ყურადღება და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ.