ოპოზიციური პარტიების განცხადება რურუას საქმეზე

პოლიტიკურ სპექტრში კვლავ უთანხმოების საგანია 8 მარტის შეთანხმება.

პრემიერის ბოლო მკაფიო გზავნილის მიუხედავად, ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას კიდევ ერთხელ ააქტიურებს. 15 პარტია ხელისუფლებას შესაძლო პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს და ამ კრიზისის თავიდან აცილებისთვის სწორედ რურუას გათავისუფლებას მიიჩნევს საჭიროდ. განცხადების ხელმომწერები რურუას დისკრედიტაციაზეც საუბრობენ. ეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახების მოთხოვნით პროკურატურაში თორაძეების და ვეფხვაძეების გახმაურებული საქმეების ხელახალი ძიება იწყება. თუმცა, შიდა საპარლამენტო განწყობები აჩვენებს, რომ მანდატების 120/30-ზე გადანაწილების ახალი საარჩევნო მოდელი ორი ოპოზიციური ფრაქციის ბოიკოტის პირობებშიც დიდი ალბათობით დამტკიცებული იქნება.

სალომე ქოქიაშვილი გაეცნო ოპოზიციის დღევანდელ მიმართვას.