ოპოზიციური პარტიების განცხადება

დღეს ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კვლავ გამართეს ბრიფინგი. როგორც ისინი აღნიშნავენ, აგრძელებენ ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში, ინფორმაციების მიწოდებას საზოგადოებისთვის. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს პროტესტზე, დაკავებებსა და საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით. ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნაზეც – ისინი ამ დღეებში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ და ამასთან ერთად, კვლავ დგას დღის წესრიგში ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა.