ოპოზიციური პარტიების განცხადება

ბათუმში ხვალ დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში. ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლასა და მოსყიდვაზე საუბრობენ. მათივე განცხადებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან გადმოწერის საშუალებით, საარჩევნო სიებში 1 053 ამომრჩეველი დაამატეს.

ბათუმში ხვალ საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება. ამომრჩეველმა საკრებულოს ერთი დეპუტატი უნდა აირჩიოს. არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მონაწილეობენ. კენჭისყრის პროცესი ახალი საპილოტე ელექტრონული სისტემით ტარდება.