ბრიფინგი გამართეს ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. მათი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის თქმა დანაშაულად არის მიჩნეული. ოპოზიციური პარტიების თქმით, ესაა გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სიტუაციის განსამუხტად ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნების დანიშვნაა. ლიდერები აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.