ოპოზიციური პარტიების ბრიფინგი

ბორჯომში „გირჩის“ ინიციატივითა და „ენდიაის“ ეგიდით, ათამდე ოპოზიციური პარტია ორი დღის განმავლობაში მსჯელობდა სამომავლო გეგმებზე. მათი განცხადებით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული გეგმა, როგორ იმუშავებენ კოალიციური მთავრობის პირობებში. ისინი რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნებაზე და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლებაზე.

ასევე, შეთანხმება შედგა სუს-ის რეფორმირებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, პარტიების ნაწილმა შიდა კონსულტაციებისთვის რამდენიმედღიანი ვადა ითხოვა, სექტემბრის დასაწყისში კი უკვე შეჯერებული საკითხები ერთ დოკუმენტად გაიწერება და ყველა პარტია, რომელიც ამ პრინციპებს ეთანხმება, საკუთარ პოზიციას ხელმოწერით დაადასტურებს.

დატოვე კომენტარი