ოპოზიციური პარტიების ბრიფინგი ზუგდიდში

სამეგრელოს რეგიონში ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა მერობის კანდიდატებმა ზუგდიდში ბრიფინგი გამართეს. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნების მოგებას ხელისუფლება ზეწოლითა და დაშინებით ცდილობს. შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტისა და ასევე დაკავებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის შესახებაც ისაუბრეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან. ამასთან, შეკრებილებმა ერთიანი პოლიტიკური ბრძოლის შესახებ თავიანთი პოზიციაც დააფიქსირეს და ამომრჩეველს 30 ოქტომბრის კენჭისყრაზე აქტიურობისკენ მოუწოდეს.