ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გმობს ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური პარტია. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. ასევე ისინი მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გამოითხოვონ ინფორმაცია იმ ნივთიერებების შესახებ, რომელიც პროტესტის დასაშლელად გამოიყენებოდა, რათა მათი თქმით, ექიმებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა მიეცეთ.