ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები რეესტრის შექმნას აანონსებენ. მათი განმარტებით, აღნიშნულ რეესტრში წარმოდგენილი იქნებიან მიმდინარე პროტესტის დროს დაშავებული მოქალაქეები და ის პირები, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც, მათი თქმით, მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადა. კოალიციების წარმომადგენელთა განცხადებით, ყველა დაზარალებულს სწრაფი და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება გაეწევათ.