ოპოზიციური პარტიების ბრიფინგი

26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები დღეიდან ოპოზიციის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის. ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აქციებზე განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის საკითხი შეაფასეს და აქცენტი „ქართული ოცნების“ მიმართ საერთაშორისო კრიტიკაზე გააკეთეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.