ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული გეგმა

რა გეგმა აქვთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობენ, დღეს უნდა გაირკვეს. პარტიები ალტერნატიული გეგმის გავრცელებას წერილობით გეგმავენ.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებენ პარლამენტში დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ინიციატივის დარეგისტრირებას, თუმცა ის გამოქვეყნებულ გეგმაში მაინც იქნება.

მანანა დევაძე გვერთვება დეტალებით – შეჯერდნენ თუ არა პარტიები დეოლიგარქიზაციის საკითხზე და რა განცხადებები კეთდება მათ ალტერნატიულ გეგმაზე.