ოპოზიციური პარტიების ახალი სტრატეგია 

ოპოზიცია ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე მუშაობს. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები იმ სისხლის სამართლის საქმეებზე რეაგირების ერთობლივი გეგმის შემუშავებას ცდილობენ, რომლებიც ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არის აღძრული. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის და ყველა ოპოზიციონერი ლიდერის საქმეს პოლიტიკურ დევნად და პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღად განიხილავს და მათ შეჩერებას საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით და შიდა საპროტესტო მუხტით აპირებს. ოპოზიცია საკუთარი მიზნის მისაღწევად მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების ამოქმედებას აანონსებს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ხელისუფლების ოპონენტები მათი ინტერესის სფეროში მოქცეულ კონკრეტულ საქმეებზე პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვეტილებებს ელოდებიან.